weather cur horoscope tv
ივნისი 19, 2025

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დროშა დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგიონების ოთხ საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. 

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო „გირჩის“ კონსტიტუციური სარჩელი გენდერული კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. 

მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტიიდან“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. მან საკუთარი კანდიდატურა დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან თავადვე წარადგინა.

ლევან სამუშია პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის დამფუძნებელმა და ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველო ოკუპაციას არასოდეს შეეგუება და ის „ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე დგას“.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს, აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთის მიმართულებით მსვლელობის გამართვა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

სასტუმრო „ესკიზის“ იდეა, რომელიც ლევან თორაძეს სამი წლის წინ გაუჩნდა, სისრულეში აქ თელავში და ახლა თიბისის მხარდაჭერით მოიყვანა. სასტუმროს გახსნით პოსტ-პანდემიურ პერიოდში ლევან თორაძე რისკზე წავიდა, მაგრამ რისკმა გაამართლა -…

2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს. საელჩო რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ…

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, აქედან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, ხოლო 5 უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ერთი ახალი პაციენტის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]