საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ლიბანის ხელისუფლებამ ბეირუთის პორტის საწყობში მომხდარი აფეთქების საქმეზე 16 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ისინი რეგიონს შიდა ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრნენ.
დღეს, 6 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 5 ადამიანი დაიღუპა. დღის პირველ ნახევარში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურთან სატვირთო ავტომანქანა სავაჭრო ჯიხურებს შეეჯახა და ამობრუნდა. მომხდარის შედეგად დაიღუპნენ სატვირტო ავტომანქანის მძღოლი,…
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სწავლის საფასურის 50% დაუფინანსებს, რაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2250 ლარის ნახევრის დაფარვას გულისხმობს.
მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თელავის აგრარული ბაზარი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა პანდემიის პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ბაზრის დირექტორმა ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მის შვილს ჩანაწერი „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, სავარაუდოდ, დააწერინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ პატარა ზომის…
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნია პატარა ზომის ფურცელი ჩანაწერით – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“. შსს-ს ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ჩანაწერი…
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა. ეს თანამდებობა ვაკანტური ივნისიდან იყო მას შემდეგ, რაც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები, რომელთა მიმართ კომპანიას თვეების დავალიანება აქვს, სახელმწიფოსგან ერთჯერადად 1200 ლარს მიიღებენ. მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს საქართველოს გენერალურ პორკურატურასთან მივიდნენ. როგორც გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, არ სჯერა კომპიუტერის ექსპერტიზის იმ დასკვნის, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობაზე…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11