საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„2020 წლის ერთერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება ქვეყანაში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა დაკავებულთა წრე გაიზარდოს.
თიბისი კაპიტალმა მესამედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების უახლესი დინამიკა, პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის…
„რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20%-ზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი…
გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 1969 წელს დაბადებული დ.შ. დააკავა.
გადაცემა „პოლიტმეტრი“, რომლის წამყვანებმა და სარედაქციო გუნდმა „ტვ პირველი“ ცოტა ხნის წინ დატოვეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 3 ივლისიდან გავა. ამის შესახებ „ფორმულას“ დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ განაცხადა.
გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში გამოეხმაურა საქართველოში მოქმედი 52 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომლითაც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ, კომიტეტის ახალ წევრად არ აირჩიონ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატი სოფიო კილაძე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ოთხით გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. როგორც „რეგინფოს“ სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, განცხადება მოგვიანებით…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11