weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

„ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას 31 ოქტომბერს, ახალი საარჩევნო სისტემით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დღეს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 3-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 დეპუტატი…

სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში, საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართეს „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი პაციენტები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტის გამო, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტების ნაწილს „პოლიტიკურად მეძავები“ უწოდა და ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრილი 28 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილრად მძიმეა. გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გელა ორველაშვილმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ დაჭრილს წუხელ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. კრიტიკულად მძიმეა მეორე მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ყელის არეშია დაჭრილი. მას გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა. უჯარმის ციხე ვიზიტორებისთვის პირველი ივლისიდან გაიხსნება.

საქართველოს საზღვრებს გარეთ თვითდასაქმებულ მოქალაქეებს სახელმწიფოსგან ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვთ. შესაბამისი ცვლილება „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს…

თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 35 წლის მამაკაცი და დაჭრილია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]