weather cur horoscope tv
მაისი 18, 2024

ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 12 ივნისის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსესეთის მოქალაქე საქართველოში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დავალებით იმყოფებოდა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას…

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა. სუს-მა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ტელეკომპანია მთავარი არხის…

ახალქალაქის ცენტრში დღეს მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ბავშვმა გზაზე გადაირბინა, რა დროსაც ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეიდან მოიხსნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსი და ერთი…

თელავში მდებარე „ნადიკვრის“ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი ტენდერი თელავის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 315 410 ლარია.

მაღალმთიანი აჭარის 5 სოფელში - ხარაულაში, დანდალოში, კოკოტაურში, ცხმორისში და აბუქეთაში გუშინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ თამბაქოსა და ბოსტნეულის ნარგავები, ხეხილის ბაღები და ვენახები დააზიანა. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]