საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისთვის მეორეხარისხოვანია 2019 წლის 20 ივნისს ესროდნენ თუ არა სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს დამიზნებით. გახარიას თქმით, მისთვის მთავარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანას დიდი დესტაბილიზაცია აარიდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინეს, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 2020 წელს, სახელმწიფოსგან საცხოვრებელ ფართს 2500-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს. ტიკარაძემ ამის შესახებ განცხადება სამინისტროს ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელს შორის მიმოსვლა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერებულია, შესაძლოა აგვისტოში აღდგეს.
სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 665 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 746 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 18 698-ს შეადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (Transparency International) ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 16 395 501 ლარი…
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით არის გაზრდილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებულმა მოსამართლემ, ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო, რის შემდეგაც მისი უფლებამოსილების ვადა დაიწყო. როინიშვილი ამ თანამდებობაზე 10 წლის ვადით არის არჩეული.
ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებულია იმით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. ამის შესახებ განცხადებას პარტიის პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ავრცელებს.
საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11