weather cur horoscope tv
მაისი 18, 2024

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირზე ყველანაირ ეჭვს აბსურდულს უწოდებს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.

ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს მოქალაქეებმა, რომლებიც COVID-19-ის პანდემიამდე სამუშაოდ თურქეთში გადადიოდნენ, საზღვრის ჩაკეტვის გამო კი, რამდენიმე თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. ისინი სახელმწიფოსგან ვერც თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილ 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას იღებენ.…

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გარყვნილი ქმედებასა და ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში 6 წლის ბიჭი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი, მდინარის ჩქარი დინების გამო, წყალში გაუჩინარდა და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გავრცელების პერიოდში მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მიღების უფლება აქვთ იმ ფიზიკურ პირებსაც, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან…

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსი კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი სამხედრო მოსამსახურეა, სამი კი რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი გამოეხმარა ქეთევან ციხელაშვილის განცხადებებს, რომლითაც მან საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მუშაობის ოთხი წელი შეაფასა. ციხელაშვლმა აღნიშნული…

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და მათ დღის განმავლობაში მიეწოდებათ.

ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში დასაქმებულებმა მუშაობა დღეიდან განაახლეს. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, მეშახტეები ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა და COVID-19-ის პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ…

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების პირველივე დღიდან პირბადე ეკეთა, რის შედეგადაც, მასთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსი არ გადაედოთ. მისივე თქმით, პირბადეების ტარებაზე ადმინიტრაციული კონტროლი გამკაცრდება. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]