weather cur horoscope tv
ივნისი 16, 2025

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდეს საჭირო და არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ნაცვლად, დეკემბერში ჩატარდეს. ამის …

აბასთუმნის წიწვოვან ტყეში დღეს გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს და მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

პარლამენტის ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმებას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მთავრობა შესაბამის წესს დაადგენს.

სამართალდამცველებმა ბათუმში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული თ.ღ., დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედება.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციის გამო, რუსეთთან საზღვარის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვების ვადა პირველ ივლისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ ჯგუფებს მოუწოდებს საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი საარჩევნო სია შექმნან.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას ურჩევენ, თუმცა თავად ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მაჩალიკაშვილის…

ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით, გადაცემა „პოლიტმეტრის“ ავტორები, ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი „ფორმოულაზე“ გადავიდნენ. მისივე თქმით, ისინი არხიდან არავის გაუშვია და არც მათ თავისუფლებაში ჩარეულა ვინმე.

საგარეჯოში მცხოვრებ 18 წლის ბიჭს გუშინ კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ეს კახეთში COVID-19-ით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა. როგორც „რეგინფოს“დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების წარმომადგენელმა, ნელი ხიზანიშვილმა უთხრა, პაციენტის ინფიცირების წყარო…

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 837-დან 851-მდე გაიზარდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, 10-მდე გაიზარდა იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]