weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი-ბარსელონა და ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით დღევანდელი ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მიზეზი თვითმფრინავის გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზია.

გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ტურიზმისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.

ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც საკრებულოს 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეუერთდა. ჯინჭარაძის პირველი მოადგილედ ირაკლი თავდგირიძე აირჩიეს, ხოლო მოადგილეებად ნატალია ზოიძე და…

„ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარტია „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე ქალაქ ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მანდატს ტოვებს. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მან საკრებულოს დღეს მიმართა.

პარლამენტის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პარტიას ტოვებს. მისი თქმით, მედიაში ბრუნდება, რადგან დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი იქ გადის. უდუმაშვილმა ამ ეტაპზე არ დააკონკრეტა, რომელ მედიასაშუალებაში იმუშავებს.

თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მსახიობმა, პაატა გულიაშვილმა დატოვა ტელეკომპანია „ფორმულა“, სადაც „ანეკდოტების შოუს“ წამყვანი იყო. საკუთარი სურვილით ტელეკომპანიის დატოვების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ქალაქ ახმეტაში თუშმა ახალგაზრდებმა აქცია გამართეს დ პრორუსული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ რაიონული ორგანიზაციის ოფისის დახურვა მოითხოვეს. მათ მიაჩნიათ, რომ ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მშობლიურ რაიონში პრორუსული…

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ე.წ. შეთანხმება, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქეებზე“ რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემას ითვალისწინებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]