weather cur horoscope tv
ივნისი 09, 2025

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტები დახვდნენ და ხელი შეუშალეს აქციის ჩატარებაში, რომლის მიზანიც „ფეოდალი მაჟორიტარის“ ირაკლი შიოლაშვილის მხილება იყო.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი. 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის შესანიშნავად იასპარეზა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულმა და „საჭადრაკო ოსკარის“ პირველმა მფლობელმა ნონა გაფრინდაშვილმა.

​„სამოქალაქო მოძრაობა“ კამპანიას „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ იწყებს. პირველი მაჟორიტარი, რომელსაც მოძრაობა ამხელს, სიღნაღი-დედოფლისწყაროს დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი იქნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. კოხრეიძე მანამდე ჩატარებულ სამივე კონკურსში მონაწილეობდა.

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ფარეხასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილები 24 წლის ბიჭები არიან. კატასტროფის ბრიგადამ დაშავებული თბილისის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა…

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა.

კახეთში მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება. თელავის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - თეთრწყლებში, გულგულაში, ვარდისუბანში, ყარაჯალასა და რუისპირში მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების 23%-ს, ოპოზიცია კი ჯამურად 41%-ს მიიღებდა, – ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგები.

„ბოლო ინფორმაციით რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]