weather cur horoscope tv
ივნისი 09, 2025

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გარემოსა და ადამიანის უფლებების საკითხზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი დევიდ ბოიდი საქართველოში მოიწვია. მოწვევაში სახალხო დამცველი სპეციალურ მომხსენებელს სთხოვს, გაეცნოს და შეაფასოს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ზეგავლენა…

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საოკუპაციო ძალების მიერ ახალგორში დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ არ აღიარებს. ექიმის თქმით, ის საქართველოში, ქართულ მიწაზე…

„უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება იქნება ყველას გამოწვევა; ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური სტაბილურობა და გამართული ფისკალური პოლიტიკა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროში,…

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „ბადაგი პლიუსმა“ წნორში ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. საწარმოს ასაშენებლად ჯამურად 877 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 438 000 ლარი მეწარმემ შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 350 000…

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100% იანი წილი, 15 ნოემბერს გამართულ აუქციონზე 14 400 000 დოლარად გაიყიდა. აუქციონში შპს „საქართველოს ქარის კომპანიამ“ გაიმარჯვა, რომელიც საინვესტიციო ჰოლდინგის „საქართველოს კაპიტალის“ შემადგენლობაშია.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმირ კონსტანტინიდის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხი განხილვის მნიშვნელოვანითემა იქნება მომავალ კვირას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში.

ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, უკრაინაში, ქალაქ კიევში, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, მეტსახელად ალ ბარა შიშანი დააკავეს. ტოხოსაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით საქართველო ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]