weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა?

15:06 ორშაბათი, 04 მარტი 2019

ახალ აღმოჩენებზე დაყრდნობით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სამყაროში მარტონი არ ვართ - წერს National Geographic და მოგვითხრობს, როგორ ეძებენ სამყაროში სხვა სიცოცხლეს და როგორ ცდილობენ კავშირის დამყარებას.

SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია რომ 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით

90-იან წლებში არაფერი ვიცოდით ისეთი პლანეტების შესახებ, რომლებიც ვარსკვლავების გარშემო ბრუნვას რამდენიმე საათს ანდომებენ და არც ისეთებზე, რომლებსაც მილიონამდე წელი სჭირდებათ. არ ვიცოდით, რომ ზოგი პლანეტა ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს და არც ის, რომ არსებობენ მოხეტიალე პლანეტები, რომლებიც არცერთი ვარსკვლავის ორბიტაზე არ მოძრაობენ და უბრალოდ დაეხეტებიან კოსმოსში. დანამდვილებით ისიც კი არ ვიცოდით, საერთოდ თუ არსებობდნენ სხვა პლანეტები ჩვენი მზის სისტემის მიღმა და ბევრი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა განსაზღვრავს „პლანეტობას“, მცდარი აღმოჩნდა.

პირველი ნაპოვნი ეგზოპლანეტა – 1995 წელს აღმოჩენილი 51 Pegasi b – თავისთავად, სრულ მოულოდნელობას წარმოადგენდა: ეს იყო გიგანტური პლანეტა, რომელიც საკუთარ ვარსკვლავს მიბჯენილი, მის გარშემო 4 დღეში ბრუნავდა.

დღეს 4000 ეგზოპლანეტის არსებობაა დადასტურებული. უმრავლესობა, 2009 წელს გაშვებულმა, კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა. კეპლერის მისია იყო, ენახა ცის ერთ პატარა ნაგლეჯზე 150 000 ვარსკვლავის გარშემო რამდენი პლანეტა შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოო მიზანს წარმოადგენდა პასუხის პოვნა კითხვაზე: სიცოცხლის განვითარებისათვის ხელსაყრელი ადგილი ბევრია სამყაროში თუ იმდენად მწირია, რომ სხვა ცოცხალი სამყაროს არსებობის იმედიც არ უნდა გვქონდეს?

კეპლერის პასუხი არაორაზროვანი იყო. პლანეტების რიცხვი ვარსკვლავებს აჭარბებს და სულ ცოტა, მათი მეოთხედი დედამიწის ზომის პლანეტაა, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავების ე.წ. სასიცოცხლო ზონაში ექცევიან, ანუ პირობები სიცოცხლის არსებობისათვის არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივია. ეს ნიშნავს, რომ „ირმის ნახტომის“ მინიმუმ 100 მილიარდ ვარსკვლავს შორის, სულ ცოტა, 25 მილიარდი ადგილია, სადაც შეიძლება სიცოცხლემ მოიკიდოს ფეხი ჩვენს გალაქტიკაში – ჩვენი გალაქტიკა კი ერთ-ერთია მრავალ ტრილიონს შორის.

მიჩიო კაკუს აზრით კაცობრიობა არამიწიერ ცივილიზაციას საუკუნის ბოლომდე იპოვის

აღარ ვსვამთ კითხვას, არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა, რადგან თითქმის უდავოა, რომ არის. საკითხავი მხოლოდ ისაა, როგორ მივაგნოთ?

 

ამ თემაზე:

NASA-ს მეცნიერებმა შვიდი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლებზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს

20 ახალაღმოჩენილი ეგზოპლანეტა სავარაუდოდ სიცოცხლისათვის ხელსაყრელია

ირმის ნახტომში ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გიგანტური პლანეტა აღმოაჩინეს

აღმოჩენილია 121 გიგანტური პლანეტა რომელთა მთვარეებზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს

მზის სისტემის სამეზობლოში გიგანტური მოხეტიალე პლანეტა აღმოაჩინეს

მზის სისტემაში ახალი ჯუჯა პლანეტა აღმოაჩინეს

ერთ წელიწადში დედამიწისკენ წამოსული ასამდე უცხო რადიოსიგნალი დააფიქსირეს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]