weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზოგადოება

„თბილისი მოლში“, სუპერმარკეტ „კარფურში“ არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოო პროცესის შეჩერების მიზეზი არაგეგმიური შემოწმების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობაა.

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 28 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის ყველა ქალია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს საბანკო ანგარიშზე 1000 ლარი დაერიცხათ.

ახმეტაში, ალაზნის სარწყავ არხში 41 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს მანდატურმა პნევმატური იარაღი უპოვა. სკოლის დირექტორის ფატი სიორიძის ინფორმაციით, შემთხვევა 22 იანვარს მოხდა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სამართალდამრღვევად სცნო და 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. წიქარიშვილი პოლიციამ გუშინ, იმ დროს დააკავა, როდესაც გიორგი გიორგანაშვილის…

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან მიდის. სოციალურ ქსელში ის იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ტელეკომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. გოგიჩაიშვილი ამ მიზეზებს შორის მენეჯმენტის და სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემებსაც ასახელებს.

თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვას მომავალში მუნიციპალიტეტი გასცემს.

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. მას მუცლის არეში ოთხი ჭრილობა აქვს, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ამ დროისთვის ის კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 მონაკვეთზე - ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი ახალციხეში გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეამოწმეს, რის შედეგადაც მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასამართლომ ტატალაშვილი 500 ლარით დააჯარიმა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]