საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მარნეულში, მატარებლის დაჯახების შედეგად 12 წლის ბავშვი დაიღუპა. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მე-7 კლასის მოსწავლე სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გასულ კვირში აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში 29 222 ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ვაქცინები, მათ…
თბილისში, თემქაზე მშენებარე შენობის მეორე სართულიდან 26 წლის მამაკაცი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სამართალდამცავებმა ქალაქ გორში, N1 საბავშვო ბაგა-ბაღის გაქურდვის ბრალდებით 28 წლის დ.გ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა შენობიდან ტელევიზორი და 2 ლეპტოპი მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღება თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისში გვიან ღამით, ერთ-ერთი რესტორნის წინ 3 ადამიანის დაჭრის საქმის გამოძიების პროცესში სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. დაჭრილთაგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერის ყოველთვიური ხელფასი 4500 ლარი, მისი პირველი მოადგილისა 4000 ლარი, მოადგილისა კი 3750 ლარი გახდა. ასევე 4500 ლარამდე გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი, მის მოადგილის ანაზღაურება კი…
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 450 მოსწავლისთვის გათვლილი სომხურენოვანი სკოლა აშენდა.
სამართალდამცველებმა ხელყუმბარის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ლ.ბ. ხაშურის რაიონ სოფელ გომში დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11