weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზოგადოება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს და ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყავანეს, სადაც დაახლოებით ოც წუთში გარდაიცვალა.

მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მეგრული ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა და მის გადასარჩენად ხელისუფლებამ განათლების, სამედიცინო და სხვა სერვისების მიწოდება ქართულთან ერთად მეგრულ ენაზეც უნდა…

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული ექიმი ირაკლი მერკვილაძე დამნაშავედ ცნო და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება ქუთაისის ახალ N2 სამშობიარო სახლში 5 წლის წინ მომხდარ შემთხვევას,…

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა.

რიკოთის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. გუშინ გვიან ღამით ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 დეკემბრის შემდეგ ოჯახში ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 14 ადამიანი დააკავეს. მათი დაკავება ლაგოდეხში, რუსთავში, ხაშურში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენში და ახალქალაქში მოხდა. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული…

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელფასი 3910 ლარიდან 6600 ლარამდე, პირველი მოადგილის 3520 ლარიდან 6200 ლარამდე, სხვა მოადგილეებისა კი 3400 ლარიდან 6000 ლარამდე გაიზარდა. პროკურატურის მაღალჩინოსნებს მომატებული ხელფასი 1 იანვრიდან…

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყება ყველა მიმართულებით მუშაობს. იზორიას განცხადებით, ის სოსო ოსორაულის ძმას, გიორგი ოსორაულს შეხვდა და…

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) სააბონენტო ნომერი მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე გასცა, რითიც კანონი დაარღვია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 78 წლის მამაკაცი დაიღუპა. ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს და სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა, ადგილზე მისულ მეხანძრეებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]