weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზოგადოება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი მუშა დაშავდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკლული ქართველი ექიმის დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენებისთვის საჭირო ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში გარდაცვლილის ოჯახთან კავშირში იმყოფება. გუშინ გარდაცვლილის ახლობლებმა ინტერნეტის საშუალებით გადმოსვენებისთვის საჭირო თანხის შეგროვება…

ახმეტაში 41 წლის მამუკა ძებნიაურს ეძებენ. სავარაუდოდ, ის რამდენიმე დღის წინ სარწყავ არხში ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, არხში სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო და მასში ადგილობრივ მაშველებთან ერთად, თბილისიდან…

ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის მეოთხე სართულზე, ლიფტის შახტაში 45 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დამლაგებელმა ქალმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა კარის გახსნის შემდეგ ლიფტის კაბინა არ დახვდა. მან ეს ვერ შენიშნა…

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში ქართველი ექიმი, 31 წლის დავით კანდელაკი მოკლული იპოვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში დავით კანდელაკთან ერთად 30 წლის ჯოშუა რაისის ცხედარიც იყო. პოლიციის…

დღეს, 21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანი ახალგაზრდებში ზამთრის სპორტის პოპულარიზაციაა.

პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, 2017 წლის 29 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით, შპს „მანას“ 40 000 აშშ დოლარი ასესხა. სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით გაფორმდა, თუმცა თანხის გასესხების პირობები დეკლარირებული არ არის.

სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში 47 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა თ.ვ.-მ ცოლს, 26 წლის მ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბელარუსში, მინსკის აეროპორტში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთი, სადაც გუშინ საღამოს შემდეგ ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო, გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე. აქ გზის გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა და შესაძლოა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]