weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა…

გერმანელმა სამართალდამცავებმა, ქალაქ ულმში 59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს.

ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მარეკ დუდაევის მკვლელობისთვის მის თანასოფლელს, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევს ეძებენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ გაასაჯაროვა.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორის და პარლამენტის ყოფილი წევრის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ღამის კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორი თანამშრომლის და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულ 26 წლის თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ქვლივიძე…

გორში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 12:49

გორის მუნიციპალიტეტში, N1 ბაგა-ბაღი „ინტელექტი“ გაქურდეს. ბაღის დირექტორის, ლალი ბაიაძის განცხადებით, ქურდი შენობაში გუშინ, გვიან ღამით, ფანჯრიდან შევიდა. წაღებულია ორი პორტატული პერსონალური კომპიუტერი და ერთი მონიტორი.

აჭარაში, მდინარე ჭოროხის შესართავთან მაშველები ადამიანს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ მდინარის ზედაპირზე მამაკაცის სხეული შენიშნა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მარეკ დუდაევის მკვლელს ეძებენ. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო მედიას დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა განუცხადა, მკვლელის ვინაობა დადგენილია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მეორე დღეა გაფიციულები არიან. ისინი ჩინური კომპანიისგან მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]