საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაჭრეს. ექმიმის განცხადებით, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ფიცხელაურს სავარაუდოდ დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
„კომუნისტური პარტიის“ და საზოგადოება „სტალინელის“ წევრებმა გორში, საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის დაბადების 139 წლისთავი აღნიშნეს. მათ ქალაქის ცენტრში წითელი დროშებით, სტალინის სურათებითა და ტრანსფარანტებით მსვლელობა გამართეს, სტალინის ბიუსტი დადგეს და…
შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას, გიორგი ზედელაშვილის ანაზღაურება ერთ წელში 154 300 ლარს შეადგენდა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის ოდენობა თვეში 2950 ლარი იყო, მან სხვადასხვა დანამატები 40-ჯერ მიიღო, -…
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, იერუსალიმის საკითხი სენსიტიური თემაა და გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად მიიღებენ.
„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით წნორში სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ გაიხსნა. „ჭკვიანი გემო“ საცხობს და საგანმანათლებლო სივრცეს აერთიანებს, რომელშიც 4 პირია დასაქმებული, მათ შორის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი.
ოპერის მომღერალი თამარ ივერი აცხადებს, რომ კავშირი არ აქვს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან, სადაც ის „ქალისადმი მიშტერების“ თემაზე საუბრობს და ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს. მომღერალი განმარტავს, რომ ტექსტი ჟურნალისტმა მოიგონა.
თბილისში, მთაწმინდის პარკში ე.წ. ეშმაკის ბორბლის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში რუსმა სამხედროებმა 51 წლის ლალი ხაჩირაშვილი საკუთარ სახლთან დააკავეს. ის ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11