weather cur horoscope tv
აპრილი 22, 2025

საზოგადოება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები სახელმწიფოსგან გათბობის 200-ლარიან ვაუჩერებს წელსაც მიიღებენ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს გამოსაზამთრებლად შესაბამისი პირობები…

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანას გადაადგილების დროს საბურავი მოსძვრა და ტროტუარზე მყოფ ბავშვს მოხვდა.

იაპონური გრანტის მეშვეობით საქართველოში 100 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი შემოვიდა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გადაწყდა, რომ აღნიშნული ავტომობილებით საპატრული პოლიციის თანამშრომლები ისარგებლებენ.

უკრაინაში, კიევის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელსაც სხვადასხვა დანაშაულისთვის საპატიმრო დაწესებულებებში 27.5 წელი აქვს გატარებული. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სამინისტროს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ორგანიზებული დანაშაულია, საზოგადოებაში კი შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პიროვნებებისადმი პატივისცემა, რის გამოც კრიმინალური პოლიცია ეფექტური უნდა იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები გაიზრდება. მისივე თქმით, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ბიუროკრატიულ პროცედურები, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ორი მამაკაცი - 33 წლის ლ.ს. და 27 წლის გ.გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში…

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხარაგაულის პოლიციის უფროსი ბეჟან აფხაზავა თანამდებობიდან გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა მინისტრის ეს გადაწყვეტილება ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმეს.

„1918 წელს, ჩვენმა წინაპრებმა, როგორც კი მათ მიეცათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესაძლებლობა, შექმნეს პირველი ქართული რესპუბლიკა. რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ სამი წელი იარსება, მაგრამ რესპუბლიკა, რომელმაც მაშინ აბსოლუტურად მოწინავე იდეებზე, მოწინავე…

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგად მზა კერძებსა და ნახევარფაბრიკატებში ცხენის და ვირის ხორცი გამოავლინა. სურსათის ეტიკეტზე კი მითითებული იყო, რომ პროდუქცია საქონლის და ღორის ხორცისგან იყო დამზადებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]