საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2017 წლის მე-3 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1069 ლარია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2017 წელს გამოშვებული 2 „ჯიპის“, 1 მიკოროავტობუსისა და 5 „სედანის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 386 190 ლარია გამოყოფილი.
სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, არ გასხვისდეს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული…
საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება გამოსცა. როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, 2017 წლის 18 დეკემბრიდან ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი.
სირიაში, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, 1978 წლის 7 დეკემბერს დაბადებული გიორგი მარგოშვილი (იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა. ოჯახის წევრებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს და სოფელ დუისში სამძიმარს იღებენ. გიორგი მარგოშვილს პანკისში…
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალციხეში, 1976 წელს დაბადებული მ.ი., 1980 წელს დაბადებული მ.ქ. და 1976 წელს დაბადებული დ.ს. პროსტიტუციისთვის ადგილის…
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, შობადობა ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხია, რომელიც ქართველი ერის წინაშე დგას. როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, ყოველი მეორე ოჯახი ერთმანეთს შორდება. მან ბავშვებს მოუწოდა ილოცონ, რომ…
საქართველოში 21 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შესაძლოა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალოთ. ამგვარ ცვლილებას ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, 2 თვის წინ, 19 წლის ბექა რუსიას მკვლელობაში ოჯახი მეთაურს ადანაშაულებს.
ქობულეთში დაკარგული 17 წლის ბიჭის ოჯახი პოლიციისგან გამოძიების კუთხით მეტ აქტიურობას ითხოვს. ბავშვი 7 დეკემბერს დაიკარგა და სამართალდამცავებმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11