საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფარმა 2018 წლის იანვრიდან შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტოს. ხანდაზმულთა სახლი, სადაც 8 მიუსაფარი მოხუცი ცხოვრობს, სექტემბრიდან დაფინანსების გარეშეა დარჩენილი. დახმარების გარეშე დარჩა კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები…
გორის მუნიციპალიტეტში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ლიახვის ხეობიდან დევნილებს საახალწლო საჩუქრად ბულგარული წიწაკა დაურიგეს. თითო ოჯახს დაახლოებით 3-4 კილოგრამი წიწაკა შეხვდა. წიწაკა დევნილთა დასახლებაში სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კახა მაისურაძემ დაარიგა.
აჭარის მთავრობამ 2017 წელს გამოშვებული 1 სპეციალიზებული „პიკაპის“ და 1 „სედანის“ ყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადა. ავტომანქანების შეძენაზე აჭარის ბიუჯეტიდან სავარაუდოდ 129 200 ლარი დაიხარჯება.
საფრანგეთმა ჩვილ ბავშვთა საკვების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გაყიდვა აკრძალა და 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ დამზადებული საკვების საერთაშორისო ბაზრიდან ამოღება ბრძანა. ამის მიზეზი რძის ფხვნილში სალმონელას ბაქტერიის აღმოჩენა…
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს აჭარაში 144 ტყუპი ბავშვი დაიბადა. სამინისტროს ინფორმაციით, 70 ოჯახს, ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ტყუპზე 1000 ლარი გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.მ. ბათუმში დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მერაბ გ. დააკავეს.
გორში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გარდაცვლილები 54 და 22 წლის ქალები არიან.
ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „მარიგოლდის“ ორგანიზებით, პირველი დემოგრაფიული ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც რიტუალების სახლს 70 საპატარძლო კაბა საჩუქრად გადაეცა. საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის დირექტორის, თამარ ჩიბურდანიძის ინფორმაციით, კაბას საჩუქრად…
თელავში, ალაზნის გამზირზე, სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ქურდებმა კედელი გამოანგრიეს და მაღაზიაში ისე შეაღწიეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11