საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ხულოში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს მე-12 კლასის მოსწავლის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სოფელ ვაშლოვანიდან არის და ის ხულოს საჯარო სკოლაში სწავლობდა, სწავლის პერიოდში კი ე.წ. სოციალურ სახლში ცხოვრობდა.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციაზე 2 549 330 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ორშაბათს მედიისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდება.
მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა თეიმურაზ ნაჭყებიამ 2016 წელს სარგოს და დანამატის სახით 111 680 ლარი მიიღო. აქედან, 35 160 ლარი თანამდებობრივი სარგოა, ხოლო სარგოს სრული ოდენობით 26-ჯერ მიღებული დანამატები - 76 520…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 59 წლის, ამავე დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში ჩატარდება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა 2018 წლის პირველი ნახევრიდან იგეგმება.
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თხევადი გაზი გადაჰქონდა, გადაბრუნდა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა. მან სატვირთოდან გადმოსვლა აფეთქებამდე მოასწრო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მომსახურების სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მარიანა მორგოშია დანიშნა. მარიანა მორგოშია აპრილიდან დღემდე სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავა.
ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები შავი ზღვის ქაფშიას ევროკავშირში გატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. შპს „პალიასტომი 2004“-ი გაყინული ქაფშიას გერმანიაში ექსპორტირებას 2018 წელს გეგმავს. ამ ინფორმაციას eugeorgia.info ავრცელებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11