საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 24 წლის ქალის მაზლმა, თვითმკვლელობა სცადა. უგონო მდგომარეობაში მყოფი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
რუსთავში პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1979 წელს დაბადებული გ.გ. დააკავა. გამოძიების ინფორმააციით, დაკავებულმა არაფხიზელ მდგომარეობაში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლს და მეორე, 7 წლის შვილს.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 45.65 %-მა, 1 569 992 ამომრჩეველმა მიიღო. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 43.4 % შეადგინა. საღამოს 8:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო აბულაძე 250 ლარით დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საარჩევნო უბანთან აბულაძე ავტომანქანით შსს-ს ბალანსზე არსებულ ავტომანქანას დაეჯახა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84 % შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1 026 430 ამომრჩეველმა მიიღო.
დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის N14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ არხილოსკალოში, ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს მწვადით და ღვინით უმასპინძლდებიან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისსა და რეგიონებში ამომრჩეველთა ნების კონტროლი ხდება. საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციით, რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“…
ახალციხის მე-8 საარჩევნო უბანში ამომრჩეველმა პირადობის მოწმობა ბიულეტენთან ერთად საარჩევნო ყუთში ჩააგდო. კომისიის თავმჯდომარის, თეიმურაზ გვარამაძის განმარტებით, ამომრჩეველი პირადობის მოწმობას ხმის მიცემის დასრულების და საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ დაიბრუნებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დუშეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში პროცედურული ხარვეზები დაფიქსირდა. დუშეთის 23-ე საარჩევნო ოლქის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები, მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქის 34-ე უბანზე კი მარკირების…
12:00 საათის მდგომარეობით, 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5 % შეადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა 567 699-მა ამომრჩეველმა მისცა. ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათისათვის ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა -…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11