weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

საზოგადოება

ბათუმში, ბოლო სამ თვეში ბოძებზე დამონტაჟებული 40-მდე დეკორატიული ურნა მოიპარეს. „აჭარის ტელევიზიასთან“ საუბარში დასუფთავების სამსახურის უფროსმა დავით ასამბაძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ურნები სოფლებში მიაქვთ და გოდრებად იყენებენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, 33 წლის ვალერი ჭანტურიძეს მარცხენა ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა. დაშავებულის დედის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში დაშავდა მისი შვილი.

თელავში, წინანდლის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლას წინ სუფრასთან მომხდარი ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ახალქალაქში, ვიკარიატის სასულიერო პირებისა და პერსონალის ერთობლივ კრებაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი…

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროავტუბუსი 14 წლის გოგონას დაეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, ავარიის დროს ბავშვი გზაზე გადარბოდა.

ბორჯომის რაიონში, ლიკანის დასახლებაში სამანქანო ხიდს რეაბილიტაცია უტარდება. ხიდი სანატორიუმ „ბორჯომში“ მცხოვრები დევნილებისთვის ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, თუმცა წლებია დაზიანებულია და ქვეითებსა და ავტომობილებს საფრთხეს უქმნის.

საქართველოს მთავარი პროკურატურა 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე პატრულის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე აცხადებს, რომ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი დაფიქსირებული არ აქვთ.

აჭარაში, ქედის რაიონიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტობუსიდან ექვსი ბავშვი გადმოვარდა და დაშავდა. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც კარები შემთხვევით გაიღო და ბავშვები გზის სავალ ნაწილზე გადავარდნენ. დაშავებულები ბათუმის…

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ერთი ადამიანი დაიღუპა. "საქნახშირის" დირექტორის მოადგილის გია ქარქაშაძის ინფორმაციით, დავით ფორჩხიძე მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც სამთო მასა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]