weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის გ.გ.-ს სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა. დაზარალებულის ინტერესებს სასამართლოში…

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სასაკლაო „აგროფუდი – ახალციხე“ მდინარე ფოცხოვის დაბინძურებისა და წყლის უკანონო მოპოვებისთვის 1000 ლარით დააჯარიმა. სასაკლაოს გარემოსთვის მიყენებული ზიანის - 316 ლარის ანაზღაურებაც დაეკისრა.

შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ნარკოდანაშაულისთვის გაჩიანში დააკავეს.

თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზაზე, გომბორის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

ხულოსა და შუახევში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად საფრთხე რამდენიმე ოჯახს შეექმნა. ასევე, ბარათაულის გზაზე ადგილი ჰქონდა წყლის მოვარდნას, რამაც მოძრაობა დროებით შეაფერხა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში ოფიციალურად 9 539 წყვილი განქორწინდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 427-ით აღემატება. 2005 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. განქორწინებების ყველაზე დიდი წილი -…

თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აგრძელებენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

თბილისის მეტროპოლიტენს 23-ე სადგური შეემატა, - მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. 84-მილიონიანი ინვესტიცია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

სამართალდამცავებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული მ.ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]