weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

კახეთის რეგიონს გადასარეკი ტრასების ბიოუსაფრთხოების სამი პუნქტი მოემსახურება. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების პუნქტი ყვარელში გაიხსნა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, თბილისის მიერ კონტროლირებად საგუშაგოსთან რიგითი ჯარისკაცი იარაღიდან შემთხვევით გასროლის შედეგად დაიღუპა.

28 და 29 ოქტომბერს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის საპატივსაცემოდ დალაობის რიტუალი ჩატარდება. დატირების შემდეგ ანწუხელიძის…

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფის გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზღვარზე ჩემოდნით 14 წლის ბავშვის გადმოყვანას ცდილობდა.

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაეზრდებათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანამატები 2018 წლის იანვრიდან გაიცემა.

ევროპარლამენტმა 25 ოქტომბერს მხარი დაუჭირა საერთო ელექტრონული სისტემის შექმნას, რომელიც შენგენის ზონის საზღვრებზე უცხოელი მოგზაურების რეგისტრაციას მოახდენს.

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ შემთხვევას, როდესაც 33 წლის პაატა პავლიაშვილი პატრულის თანამშრომლების მიერ დაკავების დროს გარდაიცვალა, პროკურატურა იძიებს. საქმე სისცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით აღიძრა.

ქობულეთის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, მას ფეხის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, პატრულ-ინსპექტორების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]