საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის სამგანზომილებიანი სურათი გორში, სასტუმრო „ვიქტორიას“ შესასვლელთან განათავსეს. Qartli.ge-ს ინფორმაციით, ინიციატივა საზოგადოება „გორელების“ ხელმძღვანელს, ზურაბ წკრიალაშვილს ეკუთვნის, რომელიც სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონეა.
ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირებს უწყებრივი მედლები, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემია გადაეცათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სამხედრო მოსამსახურე 625 ლარის…
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ საშტორმო მდგომარეობა გამოაცხადა. სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული და ზღვაში შესვლა აკრძალულია.
მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის მეხუთე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 25 წლის მამაკაცი დაიღუპა.
კიევში პოლიციამ ე.წ. „კანონიერი ქურდი“, წარმოშობით ქართველი, 51 წლის გელა ჯოშუა დააკავა. ის კრიმინალურ სამყაროში „გელა თბილისკის“ მეტსახელით არის ცნობილი. კიევის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარსულში ის არაერთგზის ნასამართლევია.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. მუსიკოს ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის 55 წლისთავთან დაკავშირებით, მსმენელის წინაშე სხვადასხვა თაობის ცნობილი უცხოელი პიანისტები…
სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს თბილისში, ალექსიძის ქუჩა N1-ში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ხ. გაძარცვეს და…
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 27 წლის მამაკაცი, რომელიც ქალის ქამრით ცემაშია ბრალდებული. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს მამაკაცსა და ქალს შორის შერიგების დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა.
ლაგოდეხის რაიონში ბოლო ორ კვირაში ორი ავტომობილი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დღეს ერთი პირი დააკავეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში ავიაცია ჩაერთვება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ავიაციის მეშვეობით სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11