საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ე.წ. დემიდოვის ბინაზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე და ტურისტულ თავშესაფარ „მეტეოში“, ზღვის დონიდან 1850 მეტრზე მზის ფოტოელექტრული სისტემები დამონტაჟა.
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, 21 სექტემბერს, თხილიანაში, უკანაფშავის სოფლებს შორის სოციალური პროექტების შედგენის კონკურსს გამართავს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში განახლებული სკოლა გახსნა. მაღალმთიან ქედაში მდებარე ახოს სკოლა აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში განახლდა.…
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში, პროტესტის ნიშნად, მშობლებმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს. მოსახლეობა „შუახევი ჰესის“ მშენებლობის შედეგად სოფლისთვის მიყენებულ ზარალს აპროტესტებს.
თემურ მახაური, იგივე „ზონა“, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში, საკუთარ ავტომობილში 8 სექტემბერს ააფეთქეს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაკრძალეს. ყვარელწყალში „ზონას“ ცოლი და შვილი ცხოვრობენ.
საქართველოს სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო და კერძო სკოლებში 575 000 მოსწავლე მივიდა, აქედან პირველკლასელი 56 300-ია, მათგან 50 300 საჯარო სკოლებშია დარეგისტრირებული, 6 000 კი -…
ლიბიაში, ტანზანიის დროშით მცურავი თურქული გემის ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები 30 აგვისტოდან ლიბიის ციხეში იმყოფებიან. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა ახალაძემ…
გარდაბანში, სოფელ თელეთთან ახლოს, შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიან შენობას მოედო, სადაც მონასტრის ბერების კელიებია განთავსებული.
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს.
ახალციხის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩის 8 ნომერში, მაღაზია გაქურდეს და დიდი ოდენობით ოქრო გაიტანეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დღეს დილით, მაღაზიის მეპატრონეს კარი გატეხილი დახვდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11