weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საზოგადოება

კანადის დედაქალაქ ოტავაში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის მშენებლობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებისთვის საქართველოს მთავრობა 20 325 დოლარის ეკვივალენტ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.

თეთნულდზე თოვლი მოვიდა

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017 17:16

სვანეთში, თეთნულდზე თოვლი მოვიდა. თოვლი სამთო-სათხილამურო კურორტზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3 000 მეტრზეა.

მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ღელეები ადიდდა და საავტომობილო გზებზე გადმოვიდა. წაღებულია მულახის თემის სოფელ ჭოლაშთან და ლენჯერის თემის სოფელ ქურელთან დამაკავშირებელი გზები, რის გამოც 48 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხი დაფიქსირდა. ამ დაავადებით 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. „TV25“-ის ინფორმაციით, სოფელში კარანტინი გამოცხადდა.

2017–2020 წლებში კახეთში გზების მშენებლობაზე მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება და რეგიონს ევროპული სტანდარტების გზები ექნება, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან  ერთად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა.

პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენები ამ ზამთარსაც გაგრძელდება. ვერტმფრენით მგზავრობა თუშეთის მცხოვრებლებს და იქ დასაქმებულ პირებს შეეძლებათ. მგზავრობა უფასოა.

საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ერთმანეთს „ჰონდას“ და „ფორდის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

დედოფლისწყაროში მიწისძვრა მოხდა

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017 10:20

კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 6 სექტემბერს, 21:43 საათზე დაფიქსირდა.

ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დღეს საღამოს ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ეკლესიის ნახევარზე მეტი დამწვარია. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]