weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზოგადოება

დედოფლისწყაროში მიწისძვრა მოხდა

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017 10:20

კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 6 სექტემბერს, 21:43 საათზე დაფიქსირდა.

ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დღეს საღამოს ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ეკლესიის ნახევარზე მეტი დამწვარია. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

თბილისში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა

ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017 15:45

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ქსელ „პიქსელის“ შენობასთან ქმარმა ცოლი დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 18 - ჯერ, ხოლო მისმა მოადგილეებმა - მამუკა ვასაძემ, გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ 21-ჯერ აიღეს.

დღეს საღამოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაერის ცივი მასების გავრცელებაა მოსალოდნელი, რის გამოც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს. 7 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოში პროგნოზირებულია ძლიერი წვიმა, ქარი და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც.

ყაზბეგის რაიონში, მყინვარწვერზე 42 წლის პოლონელი ტურისტი დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ სამაშველო სამსახურში უთხრეს, ტურისტი მყინვარწვერიდან უკან ბრუნდებოდა, როდესაც ზღვის დონიდან დაახლოებით 4300 მეტრის სიმაღლეზე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

„აზიური ფაროსანას მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი, საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს, რომ მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდების შემუშავების მიზნით, განხორციელდეს მწერის შესწავლა და კვლევა. დღეს თუ საქართველოს აქვს პრობლემა, ხვალ შეიძლება…

საჩხერეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება. ცენტრის მშენებლობა მთლიანად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 142 515 ლარია.

„რადიო თავისუფლების“ ავტორების, გოგი გვახარიას და სალომე ასათიანის გადაცემები აჭარის ტელევიზიით გავა. „წითელი ზონის“ ნაცვლად ახლა უკვე „ანარეკლებს“ აჭარის ტელევიზია ეთერში 12 სექტემბრიდან გაუშვებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]