საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, დამწვარია ის ადგილი, საიდანაც თოქ-შოუების მაუწყებლობა ხდება. მისივე თქმით, საინფორმაციო სამსახურის მორიგე თანამშრომლებმა ტექნიკის ნაწილის გადარჩენა…
ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის სამი კაცი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის რამაზ წყალობაშვილის ინფორმაციით, "სუბარუს" მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ დრომდე არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას სირიაში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, პანკისელი კ. ტ-შვილის და მისი ოჯახის წევრების გარდაცვალების შესახებ.
დმანისის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის - თეიმურაზ თეთრაძის ძმას მიხეილ თეთრაძეს, პირდაპირი განკარგვის წესით, 10-წლიანი იჯარით გადაეცა 183 670 კვ.მ საძოვარი, სადაც სინამდვილეში ტბები იყო განთავსებული და კომერციული…
სამართალდამცავებმა ონლაინ-სესხების კომპანია „ვივუსის“ მოლარე-ოპერატორის დაყაჩაღების ბრალდებით, ზუგდიდში 31 წლის მამაკაცი დააკავეს.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59%-სთვის მიუღებელია 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა, რის შედეგადაც ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 49% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მისნაირ ხალხს, ხოლო 42% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო - უპრეცედენტო შედეგებით დაბრუნდა ქართველი მოსწავლეების ექვსკაციანი გუნდი ბრაზილიიდან, ქალაქ რიო დეჟანეიროში გამართული მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017).
თბილისში, დიდუბის რაიონში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს ერთი მუშა გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ორი მუშა კედლის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში მოჰყვა. „რუსთავი 2“-ის ცნობით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.
ახალციხეში ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, 31 წლის ქალს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11