საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეფრინველეობის ფერმებსა და კვერცხის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან 81 შემოწმება (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) ჩატარდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია კვერცხის 60 ნიმუში, საიდანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლინდა.
ბათუმში ავტომობილი დედას და მის ორ მცირეწლოვან შვილს ქვეითთა გადასასვლელზე დაეჯახა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. დედას სავარაუდოდ თავის ტრავმა აქვს, ბავშვებს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
ტრანსგენდერი კაცი გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის თქმის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლებს. მისი განცხადება სტრასბურგში 1-ელ აგვისტოს გაიგზავნა.
ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მამაკაცი ახალგაზრდა ქალს თავს დაესხა და დანით ყელის არეში დაჭრა. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, GEM Fest-ზე ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.
ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, GEM fest-ზე, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც სანაპიროზე შიშველი დადიოდა.
8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წილსთავთან დაკავშირებით, მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ავტობანზე, ყარაფილა-ხურვალეთის მიმდებარე ტორიტორიაზე შეიკრიბებიან.
ავღანეთის ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე 25 წლის ქართველი უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა, სამი სამხედრო კი დაშავდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებს თავს დაესხნენ.
ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ GEM Fest-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბაქარ ყორშია დააკავეს. მოძრაობის წარმომადგენლის, დავით სუბელიანის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბაქარ ყორშიას რამდენიმე აბი ექსტაზი და სხვა ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11