საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაზა ზაზაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სოფელ რუისპირის მაჟორიტარი დეპუტატი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საკრებულოს შენობაში აიყვანეს.
ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ოთარ მიქელაძის ეზოში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო. „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში დასავლეთ საქართველოს მუფთი, ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ მოხეში მეჩეთს სამუფთო სამმართველო და სახელმწიფო აშენებს.
მკვლელობა მოხდა ოზურგეთში. ორი მამაკაცი, რომლებიც სიძე-ცოლისძმა იყვნენ, მანქანაში ჩაცხრილეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ქურდული სამყაროს წევრებს შორის დაპირისპირების შედეგია. მოკლულთაგან ერთ-ერთი ციხიდან ახალი გამოსული იყო.
2017 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში გორის ანტირაბიულ განყოფილებებს ძაღლისგან დაკბენილმა 488 ადამიანმა მიმართა. აქედან, 197 პაციენტი 15-წლამდე ასაკის ბავშვია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელზე დაყრდნობით qartli.ge წერს, რომ გასულ წლებთან…
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ127-კმ131 მონაკვეთზე, გზის მიმდებარე კლდოვანი ფერდობის ჩამოწმენდის სამუშაოების გამო 20 ივლისის ჩათვლით, 07:00 საათიდან 18:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავარაუდოდ ორსაათიანი პერიოდებით რამდენჯერმე ჩაიკეტება.
თერჯოლის საავადმყოფოში ორი წლის გოგონას გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ორი დღის წინ ბავშვი საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ის თერჯოლის სამედიცინო…
თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. „ვაზ 2106“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი…
რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის მახლობლად მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრის ხუტუ ნიკოლოზის ძე მიმინოშვილის ნეშტი აღმოაჩინეს. მას საპატიო ყარაულით და ზალპით, კუკიის საგვარეულო სასაფლაოზე, 23 ივლისს ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.
19 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობის მონაწილეები ქალების ჩაგვრას გააპროტესტებენ და იმ პირების დასჯას მოითხოვენ, რომლებიც თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ.
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული 45 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქ გირესუნის საავადმყოფოში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა, გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11