weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზოგადოება

ზუგდიდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წინ ადგილობრივებმა აქცია გამართეს და მეგრული ენის დაცვა მოითხოვეს. „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ედემ იზორია და იური ღვინჯილია აცხადებენ, რომ ხელისუფლება გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ მეგრულ-ლაზურ-სვანურ ენებზე…

ფინანსთა სამინისტროში 3 დამხმარე მოსამსახურეს 2016 წელს პრემია 17-ჯერ მისცეს, 21 მოსამსახურეს - 16-ჯერ, ხოლო 2 მოსამსახურეს - 15-ჯერ. დაბა ჩაქვში მივლინებისას სამინისტროს წარმომადგენლებმა 704 ლარად, ბათუმში კი 649 ლარად…

შიდა ქართლში, სოფელ ყარაფილადან ბერშუეთამდე სამოქალაქო აქტივისტებმა 24-საათიანი პატრულირება დაიწყეს. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პატრულირებას სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები მორიგეობით განახორციელებენ და ოკუპანტების ქმედებებს გააკონტროლებენ.

ყვარელში, ილიას ტბაზე 40 წლის მამაკაცი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. უცნობია, თუ რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. თვითმხილველების თქმით, მან მორიგი ჩაყვინთვის შემდეგ წყლის ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლო.

თბილისში, დიდ დიღომში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან 27 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. უცნობია, თუ რა გახდა მშენებლობიდან მუშის გარდმოვარდნის მიზეზი.

გორში ჭურვი გაანეიტრალეს

სამშაბათი, 25 ივლისი 2017 10:50

გორში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, გვიან ღამით ჭურვი გაანეიტრალეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჭურვი ლიახვის სანაპიროზე ბაზრის თანამშრომელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.

მომღერალ გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) სიძის - გიორგი შარაშიძის კუთვნილი შპს „სიტროენ ჯორჯია“ 2017 წლის ივლისში ორჯერ შეიყვანეს არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ე.წ. შავ სიაში, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა ერთი წლით…

პარლამენტის წევრ ოთარ კახიძეს 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა. კახიძის განმარტებით, იარაღს ლეგალურად ფლობს და როგორც პარლამენტარს, მისი ტარების უფლება აქვს.

აჭარის პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი არჩილ დევრიშაძე დააკავა. მას ქობულეთში მცხოვრები რომან ქავთარაძე მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებდა.

„ახალი პოლიტიკურ ცენტრი - გირჩი“ სექს მუშაკების უფლებების დასაცავად პროსტიტუციის ლეგალიზაციას ითხოვს. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს „გირჩი“ პარლამენტში რამდენიმე დღეში წარადგენს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]