weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზოგადოება

თბილისის მერიამ პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო, რის გამოც 16 ივნისიდან მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი ამოქმედდა. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გეგმის მიხედვით, პროექტი 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

საქართველო–გერმანიის თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს გერმანიის საელჩო და განვითარების სფეროში მოღვაწე გერმანული ორგანიზაციები თბილისში, აღმაშენებლის საფეხმავლო ნაწილში, ღია ცის ქვეშ, დღეს, 17 ივნისს, საზეიმოდ აღნიშნავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ გორის მერის მოადგილის გოგა რაზმაძის ოჯახზე ყაჩაღობის ინსცენირება რაზმაძის შვილების ძიძამ მოაწყო.

საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანის ხელისუფლებას და სულიერ ლიდერს მიმართავს, შეისწავლონ კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში მომხდარი ფაქტი და შეწყდეს ქრისტიანული ეკლესიის მიმართ უდიერი დამოკიდებულება.

17 ივნისს, სიღნაღში, ცენტრალურ მოედანზე ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ღვინის, ლუდის, წვენების, ყველის, თაფლის, ჩირის, ჩურჩხელის და სხვა ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა, 6 მგზავრი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ყვარლის  საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ორი ტაქსი ერთმანეთს ასწრებდა, რა დროსაც…

გორში, ქალაქის მერის მოადგილის გიორგი რაზმაძის ოჯახი დააყაჩაღეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 15 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქალაქის ცენტრში მდებარე ბინაში, სავარაუდოდ, ქალის ფორმაში გადაცმულმა პირებმა შეაღწიეს და სამკაულები…

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ქალაქ ლანჩხუთში ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და საკარმიდანო ნაკვეთები დაიტბორა. დახოცილია ფრინველი და წვრილფეხა საქონელი.

ცნობილ იუმორისტს, დავით როსტომაშვილს თბილისში თავს დაესხნენ. თვითმხილველის თქმით, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, შემთხვევა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (ყოფილი 5 დეკემბერი) მოხდა. მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა და ბეისბოლის ჯოხით იყო შეიარაღებული.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ქართველი სამართალდამცავების მონაწილეობით თბილისში დააკავეს. უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მუხთარლის დაკავება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]