weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საზოგადოება

სამართალდამცავებმა რეპერები Young Mic, იგივე მიშკა მგალობლიშვილი და Kay G, იგივე გიორგი ქებურია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 28 წლის მიშკა მგალობლიშვილი და 20 წლის გიორგი ქებურია დიდი ოდენობით ნარკოტიკული…

შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. ლევან ლაფაჩი და გურამ კოლოტაშვილი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიაში იყვნენ წასული, რა დროსაც მათი გატაცება მოხდა.

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა. ამ თანამდებობის დაკავებამდე, 31 წლის ლევან მაისურაძე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა.

ბაქოში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გამოაქვეყნოს თბილისსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მუხთარლის თქმით, ამ მასალების გამოქვეყნებით დადასტურდება, რომ ის ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს.

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პროექტის „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“ ფარგლებში კახეთის რეგიონს ეწვია. პროექტი, რომელიც  პირველი ლედის პატრონაჟითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად საქართველოს რეგიონებში…

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გორის რაიონულმა სასამართლომ 3 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა მოქალაქეს, რომელმაც 2016 წლის მაისში, შიდა ქართლში, თბილისი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოში, 7 ივნისს, 22:25 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებიდან 18 კილომეტრში მდებარეობდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაზუსტებული მონაცემებით, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 30 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში, ქალაქ სიღნაღიდან 22 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ქვემო ბოდბესთან მდებარეობდა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ორი ადამიანი დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა თენგიზ ბედოიძემ უთხრა, ახალგაზრდა მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი.

„ვინც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა, იმ ბავშვებს ელით ბედნიერი ცხოვრება, იმიტომ, რომ დასაქმება პროფესიულ განათლებაში არის გაცილებით უფრო მაღალი“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „რეალურ სივრცეში“ განაცხადა. მისი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]