საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ის ქვეითად გადაადგილდებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
გურჯაანში, ახტალას მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილზე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
კომპოზიტორს, დირიჟორსა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნიკოლოზ რაჭველს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ელჩის წოდება მიენიჭა. მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების…
სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში ახალგაზრდებმა ცოდნის კაფეს ასაშენებლად ფულის შეგროვება დაიწყეს. ცოდნის კაფე, რომელიც ბიბლიოთეკას, კაფეს, არაფორმალური განათლების ცენტრს, სადისკუსიო სივრცესა და წიგნის მაღაზიას აერთიანებს, ყოველთვიურად 1000 ლარს იხდის ნაქირავებ…
თუშეთში შენაქოსთან და დიკლოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო ხიდი დაზიანებულია. როგორც „რეგინფოს“ თუშეთში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ უთხრა, ხიდთან მისასვლელი მიწაყრილი ჩამოშლილია, რაც ავტომობილების გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ოთხი ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა "აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან" მოხდა, სადაც ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრილებიდან ორი ჩემპიონატში მონაწილეობდა, ორი კი გულშემატკივარი იყო.
25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის პორტში ქართველ მეზღვაურებს საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის, მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადაეცათ.
გორში არარსებული საქველმოქმედო საღამოზე დასასწრებად ათლარიანი ბილეთები გაყიდეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ბილეთებს საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ყიდდნენ და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შეიძინა.
მარნეულთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ავტობუსი, რომელსაც 30 მგზავრი მოსკოვიდან ერევანში გადაჰყავდა, თბილისი-გარდაბნის ავტომაგისტრალის 35-ე კილომეტრზე გადაბრუნდა.
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში „ნოვა ტექნოლოჯის“ სწრაფი გადარიცხვის აპარატი მოიპარეს. დანაშაული 24 ივნისს, ღამით მოხდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11