weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საზოგადოება

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელების შემდეგ ეს კოვიდით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის…

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომისიის მიერ 2018 წელს დაფუძნებული ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ აღმასრულებელ დირექტორად შორენა შავერდაშვილი დანიშნა. მან ამ თანამდებობაზე დავით კაკაბაძე შეცვალა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და განაცხადა, რომ საუკუნის პროექტი ხორციელდება.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 74 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4103 ინფიცირებული.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს. კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილები სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად.

„UNICEF-ი ჯერ კიდევ გასული წლიდან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება. უამრავი მტკიცებულებაა, რომ დახურული სკოლების პირობებში ბავშვები განიცდიან არა მხოლოდ აკადემიურ რეგრესს,…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი საბუთის დამზადება-გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს. 

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ორსულებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დედის ვაქცინაცია ახალშობილის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.

სკოლები, ასევე უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები, 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბერს დასწრებული სწავლების განახლებასთან დაკავშირებით დიფერენცირებული მიდგომა იქნება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]