საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისში, მეტრო 300 არაგველთან, „ჰონდას“ მარკის ჯიპთან შეჯახების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ამოტრიალდა. მას თელავიდან ინგოროყვას კლინიკაში კოვიდინფიცირებული 77 წლის ქალი გადაჰყავდა.
თბილისში, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 25 დღის ჩვილი გარდაიცვალა. ახალშობილი დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმიდან გადაიყვანეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, ტყე იწვის. ხანძრის ქრობის სამუშაოებში, მეხანძრეებთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.
ბოლო დღე-რამის განმავლობაში, საქართველოში 38 625 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი 2684 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 83 ინფიცირებული, 2695 კი გამოჯანმრთელდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ“ და მოძრაობამ „სირცხვილია“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ შექმნეს.
კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილი ტყუპი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანი კოვიდინფიცირებულია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა. გუშინ, 2 სექტემბერს გარდაცვალების 81 შემთხვევა იყო.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თბილისის მერობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების მიერ სულ 16 კანდიდატია წარდგენილი.
თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 47 წლის ქალი, რომელმაც ორი კვირის წინ, ქუთაისის კლინიკაში ტყუპები გააჩინა.
ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ კორონავირუსით ინფიცირებული 20 წლის გოგო დაიღუპა. ის აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გუშინწინ, 31 აგვისტოს შეიყვანეს, გუშინ კი გარდაიცვალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11