საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ფოთელებს ბოდიში მოუხადა ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების მრავალმილიონიანი პროექტის ჩავარდნის გამო.
პრემიერ-მინისტრი ფოთის სამეწარმეო ზონასთან ახლოს, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ორ კორპუსში მცხოვრებლებს, სადაც ბავშვებს სისხლში ტყვიის მაღალი, რამდენიმეს კი საგანგაშო ოდენობის შემცველობა აქვს დადასტურებული, უსაფრთხო საცხოვრებლებით უზრუნველყოფას დაჰპირდა.
1-ლი აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით 1 281 ადამიანი გარდაიცვალა. საავადმყოფოებში მკურნალობს 7 493 პაციენტი, მათგან 1 584-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 369 ადამიანი იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე…
თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, კოვიდინფიცირებული 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ დაიღუპა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
„ორსულებში „დელტა“ შტამი ნამდვილად უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად, ორსულებისთვის, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის, აცრა და რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცირება“,…
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით პანკისის ხეობაში დაკავებულ ხუთ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.
24 წლის თეა ბარამიძე, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ქუთაისის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ის ვაქცინირებული არ იყო.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ჩატარებული 43 653 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 4128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 79 ადამიანი, 5611 კი გამოჯანმრთელდა.
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, პანკისის ხეობაში, გუშინ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ხუთი პირიდან სამი 18 წლის არის, ერთი 19-ის. უსუფ ცათიაშვილი, რომელიც, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ღიად ამბობდა, რომ ტერორისტული…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11