weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

საზოგადოება

ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან ამოიღო და „ნარინჯისფერი“ ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა, რაც ნიშნავს იმას, რომ სექტემბრიდან ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეეძლებათ საქართველოში მოგზაურობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვაქცინაციის ასაკის დაწევაზე საუბრობს და სვამს კითხვას, რატომ არ განიხილება ეს საკითხი მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდსიტუაციაა და სასწავლო წლის დაწყება ახლოვდება.

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 47 288 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4777 ადამიანი, 60 კი გარდაიცვალა.

პანკისის ხეობაში, სოფლებში – დუისსა და ქორეთში, გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე, მართებულად მიიჩნევს დაიწყოს მსჯელობა 2 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საბოლოო, სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

თბილისის დასუფთავების სამსახურმა თანამშრომელი, რომელიც 6 აგვისტოს გაფიცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო, სამსახურიდან გაათავისუფლა. ირაკლი ბაღდავაძეს უკანონო გაფიცვის ორგანიზებაში, თანამშრომლებთან დაპირისპირებასა და მათზე მუქარაში ადანაშაულებენ.

„ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 ათას აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის. ჩვენი მიზანია, დღის განმავლობაში 35-40 ათასი აცრა შესრულდეს იმისთვის, რომ ვაქცინაციის ფონზე იმუნური ფენა…

სამეგრელოში, რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოყვანილი 22 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი 26 ივლისს მიიღეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებული პირის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს პანიკის საფუძველს არ უნდა იყოს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]