weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

საზოგადოება

მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ დღეს „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და მათი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა მათ შეკრების უფლებით სარგებლობაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მობილიზებულ ძალადობრივ და ჰომოფობიური განწყობების მქონე ჯგუფებს მიმართავს.

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებსა და „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებზე თავდასხმებს ეხმაურება. ნინო ლომჯარია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა და რეაგირება მოახდინოს…

რუსთაველის გამზირზე დილიდან მობილიზებული ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, რატი წვერავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებული ჟურნალისტის ფოტო ტელეკომპანიამ გაავრცელა.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც დილიდან რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებიან, მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისშიც შეიჭრნენ. ისინი აივანზე ავიდნენ, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და საქართველოს დროშები ააფრიალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძრაობა „თბილისი პრაიდს“ მოუწოდებს, პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დასკვნითი ღონისძიება - „ღირსების მარში“ ღია, საჯარო სივრცეში არ ჩაატაროს. სამართალდამცავი უწყება აცხადებს, რომ ღონისძიების ჩატარება მასში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის…

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აფრთხილებს, რომ ის და მისი თანამოაზრეები არ ხუმრობენ და თუ „ღირსების მარში“ არ აიკრძალება, მას ჯერ ჩაშლიან, შემდეგ კი პრემიერს…

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ელჩი კელი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, გუშინ საღამოს ქარიშხალი იყო, რომელმაც შენობებს სახურავები გადახადა, 50-ზე მეტი ხე მოთხარა, ტროლეიბუსის და ელექტროგადამცემი ხაზები კი გაწყვიტა.

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები არასდროს იდევნებოდნენ, „პრაიდი“ კი მიზნად ისახავს არა უფლებების დაცვას, არამედ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]