weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სპეცოპერაციის შედეგად, გორში ხუთი პირი დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით. ბრალდებულების ადვოკატის, ნინო შავშიშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ღამით ჩაატარეს და შეიჭრნენ სახლებში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევი-უბისას მონაკვეთზე ჩამოსული მიწის მასისგან გზა გაწმენდილია და საავტომობილო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბეტონის ბლოკებისგან გზის დამცავი კედელია მოწყობილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, გამყოფ ხაზთან, სოფელ ატოცში, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცის გადმოსვლის შესახებ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაათავისულეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა 23 ივლისამდე გადაიდო. სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, მაჩალიკაშვილს ფულადი ჯარიმა ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. 

ხარაგაულის სოფელ ხუნევთან მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო რიკოთის საუღელტეხილო გზა დღეს დილიდან ჩაკეტილია, რის გამოც გზების დეპარტამენტმა მძღოლებს მითითება მისცა, გომი-საჩხერე-ჭიათურის გავლით ემოძრავათ. აღნიშნული გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის…

მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი, რომელიც გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ მდუმარე აქციაზე იმყოფებოდა, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ამის შესახებ „რეგინფოს“ განუცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა, მარიამ პატარიძემ, რომელიც მაჩალიკაშვილის ინტერესებს…

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ათწლიანი (2021-2030 წლების) გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების გაძლიერება იქნება.

პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 32 წლის მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა მედიასთან განაცხადა, რომ ამ საქმეზე მხოლოდ ერთი ბრალდებულია გამოკვეთილი, ქმედება კი მოტივის გარეშე,…

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში, სადაც რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 136 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1392 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ, 1407 ახალი შემთხვევა იყო. 6 ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.65%-ია, ხოლო 7 დღის მაჩვენებელი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]