weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, ორი კვირა, ადამიანი დაცული არ არის ინფიცირებისგან, ამიტომ უნდა გაფრთხილდეს.

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 180 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 5 მაისს, 2171 შემთხვევა იყო დადასტურებული. 

დღეს, გამთენიისას საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა შემოვიდა. ვაქცინა პირველ რიგში განკუთვნილია მათთვის, ვინც პირველი დოზით უკვე აიცრა.

„ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ძალადობის კადრები ჩვენ ვერ ვნახეთ“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ე.წ. კარტოგრაფების…

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე გუშინ მომხდარ თავდასხმაზე მუშაობდა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სოფლის დატოვება მოსთხოვა.

დღეს, 5 მაისის 20:00 საათიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყება, აცრის ჩატარება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, გუშინ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის გამოჩენა ჟურნალისტებთან ერთად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინით – „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყების პირველ დღეს 793 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბადრი ესებუას, რომლის წინააღმდეგაც ექვსი თვეა გამოძიება ტერორიზმის მუხლებით მიმდინარეობს, აუცილებლად დააკავებენ, თუმცა, შესაძლოა, ამას წლები დასჭირდეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]