საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს ბრალი დაუმძიმდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე საჯარო სივრცეში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, აბსოლუტურად გაუმართლებელია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს. იგივე ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
სოციალური ღონისძიებების, მათ შორის, ქორწილების, დაბადების დღეებისა და ქელეხების გამართვაზე რეგულაციები და კონტროლი მკაცრდება. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში შევა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მობილობის შეზღუდვის აუცილებლობა არ დგას.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე (კალა-უშგულის მონაკვეთი), მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ სერიოზულად იმატა.
დღეს, 6 აპრილს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 463 შემთხვევა თბილისშია. რეგიონებიდან ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე ცოტა სამცხე-ჯავახეთში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში დანით 35 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, ერთ-ერთ რესტირანში მოხდა.
საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული 24 592 ტესტის შედეგად, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 196 და გარდაიცვალა 10 პაციენტი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11