weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

საზოგადოება

24 წლის მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში, პოლიციასთან ორმხრივი სროლის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ექსპერტიზები ჩატარდება.

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გაიმართა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „უახლოესი დღეების საპროტესტო ტალღის გეგმა“ წარმოადგინა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტს დაიწყება და 31 მარტამდე გაგრძელდება. ამავე პერიოდში იქნება შესაძლებელი სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და…

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და პირველი მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, უკანონო ნადირობაზე კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა. მან ირაკლი ქარსელაძე შეცვალა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 25 436 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.

რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტს - ლაშა მიქაუტაძეს, რომელიც პოლიციამ ორი დღის წინ, აქციაზე დააკავა, ქუთაისის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით. საქმეზე წინასასამართლო…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]