საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გამოცხადდება.
არასამთავრობო ორგანიზაცი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ თანამდებობაზე ნინო დოლიძე აირჩია. ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 5275 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი, ხოლო 12 – გარდაიცვალა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხელ ჩხენკელის განცხადებით, განიხილება უნივერსიტეტში ჩარიცხვის ისეთი მიდგომაც, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იქნება სკოლის საშუალო ნიშანიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში 20 თებერვალს მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია – სამართალდამცველებმა 2001 წელს დაბადებული ა.ე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა შეზღუდვა სავარაუდოდ ორ-სამ კვირაში მოიხსნება.
სამართალდამცველებმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს.
სვანეთში, კურორტ თეთნულდზე არსებული ერთადერთი შენობა-ნაგებობა, რომლის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს „მთის კურორტების განვითრების კომპანიაა“, უყურადღებობის გამო თითქმის მთლიანად განადგურდა. თოვლმა რესტორნის სახურავი სრულად ჩაანგრია.
მარნეულში, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალი, მამაკაცი და მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივებმა ტელეკომპანია „პირველთან“ განაცხადეს, მამაკაცი უზბეკეთის მოქალაქეა, ქალი კი ქუთაისელია. ისინი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ქირით ცხოვრობდნენ.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 18 015 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 469 ინფიცირებული, ხოლო 19 – გარდაიცვალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11