weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

საზოგადოება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადიგენის სოფლებში - კიკიბოსა და დერცელში მცხოვრები მუსლიმი მოქალაქეების სარჩელი და ერთი მოსარჩელის მიმართ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, საძოვრების გასხვისებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ბათილად ცნო.

ქუთაისში, საფიჩხიის დასახლებაში, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახლი მიენიჭება. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, საკრებულოს შესაბამის კომისიები გადაწყვეტილებას უახლოეს ვადებში მიიღებენ. დღეს, 25 თებერვალს - საბჭოთა ოკუპაციის დღეს - მანიშნებელი აბრა…

ჟურნალისტმა, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა ვახო სანაიამ მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავდამსხმელებმა იცნეს და აგრესიას გამოხატავდნენ კრიტიკული ტელეკომპანიების მიმართ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლის, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე მოხდა. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა. 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 22 501 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (ვაზიანი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის…

25 თებერვალს, 16:00 საათზე, საბანკო ასოციაციის ორგანიზებით ვებინარი გაიმართება თემაზე - „რჩევები კიბერთაღლითობის თავიდან ასარიდებლად“. ვებინარი ონლაინ პლატფორმა, Zoom-ში ჩატარდება და მასზე დასწრება ნებსმიერ მსურველს შეეძლება.

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა

ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021 09:55

25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპუციის დღე აღინიშნება. 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის შეყოვნების მიზეზი განმარტა. „ფაიზერის“ (Pfizer) ვაქცინის 29 250 დოზის შემოტანა თებერვლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა, როგორც გამყრელიძემ თქვა, ამ პერიოდმა…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%-დან 62%-მდე შემცირდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა კვლავ იქმნის ილუზიას კორონავირუსის დამარცხებასთან დაკავშირებით.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]