საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ბრალდებით, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბრალდებულმა ქრთამი უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს მოსთხოვა.
გარდაბანში, აფეთქების შედეგად, მეშვიდე კლასის მოსწავლე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ გარდაბანში მერის წარმომადგენელმა, კოლია ონიანმა დაუდასტურა.
საქართველომ ვაქცინების მიღების პროცესთან დაკავშირებით „კოვაქსის“ (COVAX) პლატფორმას განმარტებისთვის მიმართა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, საქმე ეხება სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ცალსახად იკითხება ისე, თითქოს ქვეყანამ მზაობის…
იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვაქცინის არქონის ფონზე, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ლიბერალური მოდგომა არასწორია. კულუმბეგოვის თქმით, ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შემოსატანად აქტიურად არ იმოქმედა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული 17 947 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 409 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მისი ვიზიტი მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში არის ამ ქვეყნებისთვის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან.
ხვალიდან, პირველი მარტიდან „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგი ეტაპი იწყება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:
ქუთაისის ცენტრში ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას მოუწოდა, გაითვალისწინოს მოსახლეობის მოთხოვნა და დაატოვებინოს ხეობა…
2021 წელს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში 67 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11