საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ათობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგორც დუშეთის მერიაში აცხადებენ, ძლიერი ნალექის შედეგად, ფასანაურის ტერიტორიაზე დაზიანდა 110 მეტრიანი გადამცემი ხაზი.
წყნეთისკენ მიმავალ გზაზე ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქცია წაიქცა და ბავშვს დაეცა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, არასრულწლოვანმა დაზიანება მიიღო, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, 20 ლარით დაჯარიმდებიან ადამიანები, ვინც პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარების წესს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში დაარღვევენ.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე ჩატარდა 19 192 ტესტი, რის შედეგადაც ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 499 პაციენტი, ხოლო 13 – გარდაიცვალა.
დღეს, 17 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ცნობით, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი. დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა 0, -2°C გრადუსი იქნება, ხოლო…
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზებზე გარკვეული სახის შეზღუდვებია დაწესებული.
პოლიციამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 2 პირი დააკავა – 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1991 წელს დაბადებული გ.ნ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაღუპული 14 წლის გოგონას ბაბუას, 76 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ დააკავეს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით…
ყვარლის რაიონის სოფელ შილდასთან დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11